მომღერალი შინეიდ ო'კონორი დაკრძალეს

მომღერალი შინეიდ ო'კონორი დაკრძალეს

ირლანდიაში, ქალაქ ბრეიში ცნობილი მომღერლის, შინეად ოკონორის დაკრძალვის ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, მომღერლისთვის პატივის მისაგებად ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც კორტეჟის გზაზე ყვავილებს ტოვებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკრძალვის ცერემონიას მომღერალი ბობ გელდფი და U2-ს ლიდერი ბონო დაესწრნენ.

შინეიდ ო'კონორის გარდაცვალების შესახებ 26 ივლისს გახდა ცნობილი. მომღერალი 56 წლის იყო.