ნიდერლანდელმა მეთევზემ, ჰენკ კეიპერმა ზღვაში 23 წლის წინ დაკარგული საყურე დაიბრუნა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
კაცის თქმით, საყურე მისთვის ძვირფასი იყო, რადგან მასზე ის ჩაძირული ტრაილერი იყო გამოსახული, რომელზეც მუშაობდა.
მრავალი წლის შემდეგ ეს საყურე ახალგაზრდა მეთევზემ, ნოა შრევერსმა იპოვა, რომელიც სხვა გემზე მუშაობდა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ის მოლუსკების დაჭერის შემდეგ, გემბანს წმენდდა. სავარაუდოდ, საყურე მოლუსკებს ამოჰყვა.
ბიჭმა საყურის ფოტო სოციალურ ქსელებში განათავსა, რომელიც კეიპერის ძმამ ნახა. მან საყურე იცნო და მაშინვე ძმას დაურეკა.