"ზღვაში იმიტომ ჩავხტი, რომ ყველას დავანახო, პერსპექტივა არსებობს," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და რეგიონალური განვითარების სამინისტროების გაერთიანებულ სხდომაზე.
- გამოვედი უკვე იმ ასაკიდან, რომ მზეზე კუნთები ვათამაშო, მაგრამ გუშინწინ ჩავხტი ზღვაში, რათა დავანახო ყველას, რომ პერსპექტივა არსებობს.
ეს გადის საერთაშორისო ამბებში, ისევე როგორც ზაფხულში ვისრიალე მთებში, - განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, წელს საქართველოში 2 მილიონამდე ტურისტი შემოდის. აჭარაში უკვე 900 ათასამდეა შემოსულა და წლის ბოლომდე ალბათ მათი რაოდენობა მილიონამდე ავა.
- ეს მონაცემი 38 პროცენტით მეტია შარშანდელთან შედარებით. ტურისტების რაოდენობის ზრდა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია,. - განაცხადა სააკაშვილმა.