მიხეილ სარჯველაძე: ჩემდა სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში მოიძებნებიან ძალები, რომლებისთვისაც დღეს პოლიტიკური ხმალაობის ატეხვა უფრო მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე სამძებრო სამუშაოების მიმდინარეობა და ეფექტიანობა

ჩემდა სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში მოიძებნებიან ძალები, მათ შორის პოლიტიკური, რომლებისთვისაც დღეს გამოძიების წარმოება, პოლიტიკური ხმალაობის ატეხვა უფრო მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე სამძებრო სამუშაოების მიმდინარეობა და ეფექტიანობა, - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. კომენტარი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რაჭაში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„ეს არ ვარგა უბრალოდ, ასე წინსწრებით განცხადებების გაკეთება, რომლებსაც აუდის პოლიტიკური ინტერესისა და პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობების მყრალი სუნი. აქედან გამომდინარე, ჩემი მოწოდება იქნებოდა, პირველ რიგში ყველა დააკვირდეს სპეციალისტების შეფასებებს ამ საკითხების ირგვლივ და ამ შეფასებების მიხედვით, თუ გამოძიება იქნება საჭირო, ჩატარდება გამოძიება“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

მან ასევე განმარტა, რომ სპეციალისტების წინასწარი შეფასებებით, ამ მასშტაბისა და ტიპის სტიქიის წინასწარი პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

შოვში სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ინფორმაციას შსს ადასტურებს.