ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი ამჟამად 36 წლის გახლავთ და კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში მოასპარეზე ბერლინის „ჰერტაში“ აგრძელებს.
დღეს დილით საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი წევრი გამოცემა „BIld”-ს ესაუბრა და განაცხადა რომ პროფესიულ საფეხბურთო კარიერას 2014 წლის ზაფხულში დაასრულებს.
„36 წლის ვარ და დიდი ფეხბურთიდან წასვლაზე სერიოზულად ჩავფიქრდი. „ჰერტასთან“ გაფორმებული ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის დასასრულს მიმთავრდება.
ვფიქრობ რომ ამ სეზონში ბერლინური გუნდის ძირითად შემადგენლობაში ათ შეხვედრას მაინც ჩავატარებ. რას ვფიქრობ მომავალი ცხოვრების შესახებ? დიდი სურვილი გამაჩნია დიდ ფეხბურთში დავრჩე და რომელიმე გუნდში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დავკავდე.“ - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
ლევან კობიაშვილი გერმანიაში 1998 წლიდან ასპარეზობს და „ჰერტას“ გარდა სხვადასხვა დროს „ფრაიბურგისა“ და „შალკეს“ ღირსებას იცავდა. ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრების მაისური 100 შეხვედრაში მოირგო და საკუთარ აქტივში 12 გატანილი ბურთი მიითვალა