დევიდ ჰოკნის მიერ შექმნილი ჰარი სტაილსის პორტრეტი ინგლისის გალერეაში გამოიფინება

დევიდ ჰოკნის მიერ შექმნილი ჰარი სტაილსის პორტრეტი ინგლისის გალერეაში გამოიფინება

ცნობილმა ინგლისელმა მხატვარმა და ფოტოგრაფმა, დევიდ ჰოკნიმ, მომღერალ ჰარი სტაილსის პორტრეტი შექმნა.

სტაილსი 86 წლის ხელოვანის ნორმანდიის სამხატვრო სტუდიას 2022 წლის მაისში ეწვია. პოპვარსკვლავი მხატვრის მოდელი 2 დღის განმავლობაში იყო, სანამ ჰოკნი ნახატზე მისი ტანსაცმლისა და აქსესუარების მაქსიმალური სიზუსტით გადმოცემას ცდილობდა.

ამჯერად სტაილსი ფანის როლში აღმოჩნდა, მხატვარმა კი მისი ვინაობის შესახებ არაფერი იცოდა. ჰოკნის თქმით, მისთვის ჰარი უბრალოდ მორიგი კლიენტი იყო, რომელმაც პორტრეტის შექმნა სთხოვა.

"დევიდ ჰოკნი ათწლეულების განმავლობაში ცვლიდა ჩვენს წარმოდგენას სამყაროს შესახებ. ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივი იყო მის მიერ ჩემი პორტრეტის შექმნა", — ამბობს სტაილსი.

ჰოკნის ბოლო სამხატვრო გამოფენა, პორტრეტების სერია, 2020 წლის თებერვალში შედგა, თუმცა პანდემიის გამო დახურვა მალევე მოუწია. გამოფენა განახლებული სახით ინგლისის ეროვნული პორტრეტების გალერეაში 2 ნოემბერს გაიხსნება და მას ჰარის პორტრეტიც დაამშვენებს.