მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა გამოცემამ, ჟურნალმა Time „ბოლო 10 ათწლეულის“ 100 საუკეთესო ფილმის“ სია გამოაქვეყნა.
სია ცნობილი კინოკრიტიკოსის, სტეფანი ზაჰარჩეკის მიერ არის შედგენილი, რომელიც ბერლინალე 2018-ის ჟიურის წევრი და 2015 წლის პულიცერის პრემიის ნომინანტი იყო. მისი განმარტებით, სიაში შესულია სურათები, რომლებშიც „ოსტატობა და სულია“ გადახლართული.
ყოველი ათწლეულიდან სიაში 10 ფილმი მოხვდა. რეიტინგის ყველაზე ძველი ფილმი გერმანელი რეჟისორის, რობერტ ვინეს „ექიმი კალიგარის კაბინეტია“ (1920), ყველაზე ახალი კი კვენტინ ტარანტინოს „ერთხელ ჰოლივუდში“ (2019).
რეიტინგში ასევე მოხვდნენ ისეთი ცნობილი ფილმები, როგორებიცაა „ფენიქსი“, „დაკარგული ქალაქი Z,, „პატარა ქალები“, „უკანასკნელი ტანგო პარიზში“, „ნათლია 2“ და ა.შ.