ჩოგბურთელი სერენა უილიამსი 41 წლის ასაკში მეორე შვილს, გოგოს ელოდება. ამის შესახებ Hollywood Life წერს.
ჩოგბურთის ლეგენდამ „იუთუბიზე“ სქესის გაგების ცერემონიის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მეუღლე ალექსისთან და 5 წლის შვილ ოლიმპიასთან ერთად ბავშვის სქესის გაგების პროცესია აღბეჭდილი.
სპორტსმენმა აღნიშნა ისიც, რომ ეს პროცესი საკმაოდ ბედნიერი, თუმცა სანერვიულო იყო.
წყვილმა ბავშვის სქესი დრონების მეშვეობით ცაზე გამოსახული წარწერით გაიგო.