Cardi B-მ კონცერტზე ფანს, რომელმაც სასმელი შეასხა, მიკროფონი ესროლა. ინციდენტი ლას-ვეგასში 29 ივლისს მოხდა. ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, ჩანს, რომ მომღერალს მისი ერთ-ერთი ჰიტის შესრულებისას ფანმა სასმელი შეასხა, რის შემდეგაც გაბრაზებულმა შემსრულებელმა მას მიკროფონი ესროლა.
ინციდენტის ამსახველი ვიდეო მოგვიანებით თავად Cardi B-მაც გააზიარა, თუმცა კომენტარი არ გაუკეთებია.
ბოლო პერიოდია შემთხვევები, როდესაც კონცერტზე არტისტებს ფანები ნივთებს ესვრიან, ძალიან გახშირდა, რაც რიგ შემთხვევებში მომღერლების მცირედ დაზიანებასაც იწვევს. მაგალითად, დრეიკს ფანმა ელექტრონული სიგარეტი ესროლა, Bebe Rexha-ს დამსწრემ სახეში ტელეფონი გაარტყა, P!nk-ს გულშემატკივარმა გარდაცვლილი დედის ფერფლი შეაყარა, კელსი ბალერინს სიმღერის შეწყვეტა მოუწია, რადგან ფანის მიერ ნასროლი საგანი მოხვდა, ჰარი სტაილსს კი დამსწრის მიერ ნასროლი გაურკვეველი ობიექტი თვალთან ახლოს მოხვდა.