თავზეხელაღებული ინსტაგრამ ვლოგერი რემი ლუჩიდი ჰონგ-კონგის ერთ-ერთი ცათამბჯენიდან, 721 ფუტის სიმაღლიდან გადმოვარდა და დაიღუპა. ამის შესახებ Dailymail წერს.
30 წლის რემი ლუჩიდი ცნობილი სწორედ იმით გახდა, რომ მსოფლიოს გარშემო სხვა და სხვა მაღალსართულიან შენობებს იპყრობდა და სოციალურ ქსელში ამის ამსახველ ვიდეო მასალას აქვეყნებდა.
ლუჩიდი სოციალურ ქსელში ცნობილი იყო, როგორც „Remi Enigma“ .
დამლაგებელმა დაინახა, რომ ვლოგერი პენტჰაუსში შესვლას ცდილობდა. ის დახმარების მისვლამდე გადმოვარდა.