მსახიობი ანგუს ქლაუდი 25 წლისა გარდაიცვალა

მსახიობი ანგუს ქლაუდი 25 წლისა გარდაიცვალა

მსახიობი ანგუს ქლაუდი, რომელიც HBO-ს პოპულარულ სერიალში „ეიფორია“ თამაშობდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 25 წლის მსახიობი კალიფორნიაში, თავისი ოჯახის სახლში გარდაიცვალა. ოჯახის განცხადების მიხედვით, გასულ კვირას ქლაუდს მამა გარდაეცვალა, რის გამოც მას „მენტალურ ჯანმრთელობასთან ბრძოლა“ ჰქონდა.

„შვებას მხოლოდ ის გვაძლევს, რომ ვიცით, ანგუსი ახლა ისევ თავის მამასთან არის, რომელიც მისი საუკეთესო მეგობარი იყო“, - აღნიშნულია ოჯახის განცხადებაში.

მსახიობის გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.