ლატარიის გათამაშება თავდაპირველად სულაც არ გახლდათ გართობისა და სწრაფი გამდიდრების ხერხი.
მისი წარმოშობის ისტორია იტალიას უკავშირდება.
1530 წელს გენუაში მთავარი საბჭოს არჩევნების ბოლო ტურში 90 კანდიდატიდან მხოლოდ 5 უნდა გასულიყო. ამიტომ არჩევნების ასეთი პრინციპი შემოიღეს: თითოეული კანდიდატის თანმიმდევრული ნუმერაცია გამოსახული იყო 90 ბურთზე, რომლებიც მოათავსეს სპეციალურ ურნაში, საიდანაც ისინი ბრმად უნდა ამოეღოთ.
რომელი კანდიდატის ნომერიც ამოვიდოდა, საბჭოს წევრიც ის გახდებოდა.
სწორედ იმ აზარტმა, რომელიც ამ არჩევნებს თან ახლდა, მსოფლიო მასშტაბით გართობის ახალ ნაირსახეობას ჩაუყარა საფუძველი.