რეპერმა დრეიკმა გაამხილა, რომ 2Pac-ის ბეჭდის მფლობელი გახდა. ამის შესახებ დრეიკმა Instagram-ზე დაწერა.
Billboard-ის ცნობით, ბეჭედი Sotheby’s აუქციონზე $1 მილიონად გაიყიდა და ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ჰიპ-ჰოპ არტეფაქტი გახდა. გვირგვინიანი ბეჭედი 14-კარატიანი ოქროსგან არის დამზადებული და ინკრუსტირებულებია ლალებითა და ბრილიანტებით. 2Pac-მა ბეჭდის დიზაინი 1996 წელს მოიფიქრა და სცენაზე თავისი ბოლო საჯარო გამოსვლის დროს, MTV Video Music Awards-ზე გაიკეთა.
აუქციონზე ბეჭედი მუსიკოსის ნათლიამ გაიტანა. 2Pac-ი 1996 წლის სექტემბერში მოკლეს. მსოფლიოს მასშტაბში 80 მილიონზე მეტი ჩანაწერია გაყიდული.