ტეილორ სვიფტის კონცერტებმა სიეტლში სეისმური აქტივობა გამოიწვია

ტეილორ სვიფტის კონცერტებმა სიეტლში სეისმური აქტივობა გამოიწვია

ტეილორ სვიფტის კონცერტებმა აშშ-ის ქალაქ სიეტლში 2,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეკვივალენტი სეისმური აქტივობა გამოიწვია. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კონცერტები 22 და 23 ივლისს გაიმართა. სეისმოლოგების განცხადებით, აქტივობა ან სვიფტის ფანების სინქრონულმა მოძრაობამ, ან ხმის სისტემამ გამოიწვია. ამგვარად, სვიფტის მსმენელებმა ქალაქის რეკორდი დაამყარეს - აქამდე, ყველაზე დიდი არაგეოლოგიური სეისმური აქტივობა სიეტლში 2011 წელს, ამერიკული ფეხბურთის გულშემატკივრებმა დააფიქსირებს, რომლებიც თავიანთი გუნდის თაჩდაუნს ზეიმობდნენ.

სვიფტის ორ კონცერტს 144 ათასი მაყურებელი დაესწრო.

ამასთან, ეს არ არის პირველი მუსიკალური კონცერტი, რომელმაც სეისმური აქტივობა გამოიწვია - 2011 წელს ანალოგიური რამ ახალ ზელანდიაში, ჯგუფ Foo Fighters-ის შოუზე დაფიქსირდა.