როგორც კი წარმატებული გახდა, მარგო რობიმ დედის იპოთეკა მთლიანად დაფარა

როგორც კი წარმატებული გახდა, მარგო რობიმ დედის იპოთეკა მთლიანად დაფარა

ახლახან მიცემულ ინტერვიუში მარგო რობიმ დედის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის კარიერის დასაწყისიდანვე ყოველთვის მხარს უჭერდა. ეს გასაკვირი არც არის, რადგან სხვადასხვა ღონისძიებაზე მარგო რობი დედასთან ერთად ხშირად დადის. როგორც მსახიობმა განაცხადა, წარმატებული კარიერის დაწყებისთანავე მან დედის იპოთეკა მთლიანად დაფარა.

"ზუსტად ვიცოდი, თუ რამდენად ვიყავი დედასთან ვალში. დედამ სახლი იპოთეკით სწორედ იმიტომ დატვირთა, რომ ფული ჩემთვის ესესხებინა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს ფული მე უნდა გადამეხადა. ერთ დღესაც, როცა საკმარისი თანხა გამოვიმუშავე, იპოთეკა მთლიანად დავფარე. მაშინვე დედას ვუთხარი, რომ იპოთეკა აღარ ჰქონდა და ამაზე აღარ უნდა ენერვიულა", — ამბობს მარგო რობი.

მარგო რობიმ მსახიობობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან მადლიერია წარმატებული კარიერის გამო და ასევე, თავს ძალიან იღბლიანად გრძნობს. "ვიცი, რომ შრომისმოყვარე ვარ, მაგრამ ასევე მთელს მსოფლიოში ყველაზე, ყველაზე იღბლიან ადამიანად ვგრძნობ თავს. როცა ვფიქრობ, რომ ამაზე მეტს ვეღარ მივაღწევ, მოგვიანებით კიდევ და კიდევ უკეთესი ამბები ხდება", — დასძინა მსახიობმა.

მარგო რობის დედამ კი ის მომენტი გაიხსენა, როცა შვილი მსახიობობის შესახებ პირველად დაელაპარაკა, — "მახსოვს, პირველად როცა მითხარი, რომ მე-12 კლასში მსახიობი გახდებოდი. პირველი ფილმის გადაღებების შემდეგ სახლში დაბრუნდა და მითხრა: 'დედა, ეს არ მოგეწონება, მაგრამ გადავწყვიტე, რომ მსახიობი ვიქნები'", — გაიხსენა მარგო რობის დედამ.

მარგო რობიმ ისიც აღნიშნა, რომ ოჯახი სამედიცინო სფეროსა და ბიზნესში მოღვაწეობს, ამიტომ მისმა კარიერულმა არჩევანმა ყველა გააოცა. ფინანსური სიძნელეების მიუხედავად, მარგო რობის ოჯახის წევრები მუდმივად მხარში ედგნენ.