გერმანელი მწერალი მარტინ ვალზერი გარდაიცვალა

გერმანელი მწერალი მარტინ ვალზერი გარდაიცვალა

ომის შემდგომი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანელი მწერალი, მარტინ ვალზერი გარდაიცვალა. ის 98 წლის იყო. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

სამძიმრის წერილში, გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მას დიდი ადამიანი და მსოფლიო დონის მწერალი უწოდა.

ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მიღებისა და მედიაში მუშაობის შემდეგ, მარტინ ვალზერი ლიტერატურით 1957 წლიდან დაკავდა.