ოსკაროსანი მსახიობი კევინ სპეისი ნაფიცმა მსაჯულებმა ცხრავე ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნეს

ოსკაროსანი მსახიობი კევინ სპეისი ნაფიცმა მსაჯულებმა ცხრავე ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნეს

ლონდონის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა მსახიობი კევინ სპეისი სექსუალური შევიწროების საქმეზე უდანაშაულოდ ცნეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

სასამართლომ მსახიობი ოთხი მამაკაცის მიმართ შევიწროების ცხრავე მუხლით გაამართლა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განაჩენის გამოტანამდე 12 საათზე მეტხანს მსჯელობდა

მსახიობს სექსუალური ხასიათის სხვადასხვა დანაშაულის ჩადენაში სდებდნენ ბრალს. საქმე ეხება 2004-2013 წლების პერიოდს, როდესაც კევინ სპეისი ლონდონის Old Vic Theatre-ის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო.