ამერიკული სატელევიზიო პრემია „ემის“ ორგანიზატორებმა დაჯილდოების 75-ე ცერემონია გადადეს, რომელიც 18 სექტემბერს იყო დაგეგმილი. ამის შესახებ Variety წერს.
გავრცელებული ცნობით, ამის მიზეზი მსახიობებისა და სცენარისტების გაფიცვაა. 1960 წლის შემდეგ, ეს მათი პირველი ერთობლივი საპროტესტო აქციაა.
Los Angeles Times-ის ინფორმაციით, „ემის“ დაჯილდოების ცერემონია 2024 წლის იანვარში გაიმართება.
მაისის პირველი დღეებიდან აშშ-ში ბოლო 15 წლის განმავლობაში სცენარისტების გილდიის პირველი გაფიცვა მიმდინარეობს. ივლისიდან მას ჰოლივუდის მსახიობებიც შეუერთდნენ. გაფიცვის მონაწილეები ხელფასების გაზრდას და სტრიმინგ-სერვისებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების ფონზე კონტრაქტების გადახედვას ითხოვენ.