ჯოფრი ბარატეონის როლის შემსრულებელი ჯეკ გლისონი ეკრანებზე ბრუნდება

ჯოფრი ბარატეონის როლის შემსრულებელი ჯეკ გლისონი ეკრანებზე ბრუნდება

მსახიობი ჯეკ გლისონი, რომელმაც „სამეფო კარის თამაშებში“ ჯოფრი ბარატეონის როლი შეასრულა, ეკრანებზე ბრუნდება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გლისონი ნიკოლას ვინდინგ რეფნის სერიალში „ცნობილი ხუთეული“ ითამაშებს, რომელიც ოთხი მკვლევრისა და მათი ძაღლის თავგადასავლებზე მოგვითხრობს. სცენარი ენიდ ბლაიტონის ისტორიებზეა დაფუძნებული.

სერიალი 3 სერიისგან შედგება, თითოეულის ქრონომეტრაჟი 1,5 საათს შეადგენს. შოუ BBC-სა და გერმანული ZDF-ის ერთობლივი პროექტია.

HBO-ს ლეგენდარული სერიალის შემდეგ ეს გლისონისთვის ეკრანზე პირველი გამოჩენა იქნება.