დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრის, პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის უფროსი ვაჟი პრინცი ჯორჯი დღეს 10 წლის გახდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, ტრადიციულად, უელსის პრინცმა და პრინცესამ ვაჟის იუბილეს აღსანიშნავად მისი ახალი ფოტო გამოაქვეყნეს, რომელიც მილი პიკინგტონმა გადაიღო.
ჯორჯი სამეფო წყვილის პირველი შვილია. ის 2013 წლის 22 ივლისს დაიბადა. მას და, პრინცესა შარლოტა და ძმა - პრინცი ლუი ჰყავს.