AMC-მ „მოსიარულე მკვდრების“ 2 სპინოფი გაახანგრძლივა

AMC-მ „მოსიარულე მკვდრების“ 2 სპინოფი გაახანგრძლივა

AMC პოპულარული სერიალის „მოსიარულე მკვდრების“ 2 სპინოფის - „მკვდარი ქალაქისა“ და „დერილ დიქსონის“ მეორე სეზონებს გადაიღებს. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანიის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა.

„მკვდარი ქალაქის“ პირველი სეზონის ჩვენება, რომელშიც მთავარო როლებს ლორენ კოენი და ჯეფრი დინ მორგანი ასრულებენ, სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა, თუმცა „დერილ დიქსონის“ პრემიერა ჯერ კიდევ არ შემდგარა. შოუ 10 სექტემბერს დაიწყება და AMC-მ მისი პირველი თრეილერი დღეს გამოაქვეყნა. სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირი (ნორმან რიდუსი) საფრანგეთში ხვდება.

ორივე სერიალი ძირითადი შოუს მთავარი გმირების ისტორიებს აგრძელებს, ისევე როგორც კომპანიის კიდევ ერთი სპინოფ-პროექტი - The Ones Who Live, რომელიც საგის ცენტრალური პერსონაჟის - რიკ გრაიმსის შესახებ მოგვითხრობს. AMC-მ დღეს პროექტის სახელწოდება გაასაჯაროვა და პირველი თიზერიც გამოაქვეყნა. სერიალი ეკრანებზე 2024 წელს გამოვა. რიკ გრაიმსის როლს კვლავ ენდრიუ ლინკოლნი ასრულებს.