ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი ტონი ბენეტი, რომლის კარიერაც 8 ათწლეულის განმავლობაში გრძელდებოდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ Variety წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 96 წლის ბენეტი დღეს, ნიუ-იორკში გარდაიცვალა. 2016 წელს მას ალცჰაიმერის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა მას მუშაობა არ შეუწყვეტია.
ტონი ბენეტი (ნამდვილი სახელი ენტონი დომინიკ ბენედეტო) 1926 წელს, ნიუ-იორკში, იტალიელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. პოპულარობა 1950-წლებში მოიპოვა. ის არაერთი „გრემის“ მფლობელია. 1965 წელს ფრენკ სინატრამ ბენეტს „საუკეთესო მომღერალი ბიზნესში“ უწოდა.