მზეზე რაღაც უცნაური ხდება — რასთან გვაქვს საქმე

მზეზე რაღაც უცნაური ხდება — რასთან გვაქვს საქმე

ბოლო ორი თვის განმავლობაში მზეზე მძვინვარე ქარიშხალია. შედეგად, დამუხტული პლაზმა კოსმოსში იტყორცნება და ამან დედამიწასაც შეიძლება შეუქმნას საფრთხე.

გარკვეულწილად, ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან მზის 11-წლიანი ციკლი პიკს აღწევს. თუმცა, დროში აცდენა აშკარაა. მეცნიერები მზის მსგავს აქტივობას 2025 წლისთვის ელოდნენ. და, აი, ახლა ვხედავთ, რომ ვარსკვლავის აქტივობის პიკთან გაცილებით ახლოს ვართ. ინფორმაციას Axios ავრცელებს.

ამჟამინდელი დაკვირვებები იმაზე მეტყველებს, რომ მზის აქტივობის მაქსიმუმს 2024 წელს ვნახავთ. ეს ნიშნავს, რომ მზის ქარიშხალი მეცნიერების პროგნოზების მიხედვით არ მოქმედებს.

მზის ანგარიში

მზის მსგავსი აქტივობის განსაზღვრა ამინდის პროგნოზირებას ჰგავს, თუმცა ბევრად რთულია.

"მზის ციკლის მაქსიმუმი დედამიწაზე ქარიშხლების ეკვივალენტია. როგორც დედამიწაზე, მზეზეც გვაქვს სეზონები და შესაბამისი შტორმები. თუმცა, დედამიწაზე ქარიშხლების სეზონისგან განსხვავებით, რომელიც რამდენიმე თვეს გრძელდება, მზის ციკლის აქტივობის მაქსიმუმი რამდენიმე წელიწადია", — განუცხადა CNN-ს ოკეანისა და ატმოსფერული ადმინისტრაციის პროგნოზირების ცენტრის მკვლევარმა, მარკ მიშმა.

მზის ეს ქარიშხლები საბოლოო ამოფრქვევებს იწვევს. მაღალი ენერგიის მქონე ეს ნაწილაკები მზის სისტემაში იჭრება, მათგან ზოგი დედამიწამდეც აღწევს. ძირითადად ეს საშიში არ არის, თუმცა უარეს შემთხვევაში ნაწილაკებს სატელიტური კომუნიკაციების დაზიანება შეუძლიათ. მსგავსი რამ ადრეც მომხდარა.

პროგნოზირება

ამ მოვლენების პროგნოზირება რთულია. ფაქტია, ბოლო პროგნოზები მცდარი აღმოჩნდა. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ისინი ამ მხრივ გრძელვადიან პროგნოზებს თითქმის არასდროს აკეთებენ. მიზეზი ისევ იგივეა — სირთულე და ცვალებადობა.

NASA-ს მეცნიერმა, ალექს იანგმა Axios-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ამოფრქვევის შემდეგ ნაწილაკებს ჩვანამდე მოსაღწევად 8-დან 20 წუთამდე სჭირდება.

როდესაც მზე აქტივობის პიკს მიუახლოვდება, ჩვენ მზის ქარიშხლების მომსწრენი გავხდებით. ეს იქნება ისეთი მოვლენები, რომლის ზუსტად პროგნოზირებაც რთულია. ამის კარგი მაგალითია ბოლო შემთხვევა, რა დროსაც მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ რაღაც უცნაური ხდება მზეზე და ზუსტად ვერ ხსნიან აქტივობის ასეთ დაჩქარებას.