ბრიტანეთში წლის კატად ზები აირჩიეს, რომელიც თავის სმენადაქვეითებულ პატრონს ეხმარება

ბრიტანეთში წლის კატად ზები აირჩიეს, რომელიც თავის სმენადაქვეითებულ პატრონს ეხმარება

კატების დამცველმა ბრიტანულმა ორგანიზაციამ Cats Protection წლის კატად უჯიშო ფისო ზები გამოაცხადა, რომელიც თავის სმენადაქვეითებულ პატრონს ეხმარება.

უკვე 2 წელია ზები ჩესტერფილდში, 55 წლის ჟენევიევ მოსთან ერთად ცხოვრობს. სასმენი აპარატის გარეშე ქალს არაფერი ესმის, თუმცა კატა მას ხმამაღალი ხმაურის შესახებ აფრთხილებს. ამასთან, მისთვის ეს არავის უსწავლია.

როცა ტელეფონის ზარი ისმის, ზები ჟენევიევს თათით ეხება და ქალი ხვდება, რომ სასმენი აპარატის უნდა გაიკეთოს და ზარს უპასუხოს. როცა ღამე სახლში უჩვეულო ხმაური ისმის, ზები პატრონს აუცილებლად აღვიძებს. ცხოველი ჟენევიევს კარზე კაკუნის შესახებაც აფრთხილებს.

„ძალიან უყვარს ჩემთან ნივთების მოტანა. მაგალითად, შემოსასვლელ კართან, ხალიჩაზე დატოვებულ წერილებს კბილებით იღებს და საძინებელში მოაქვს. ძალიან ძლიერი კავშირი გვაქვს. მის გარეშე ვერ გავძლებდი“, - ამბობს ჯენევიევი.

კონკურსში გამარჯვების შემდეგ ზებმა და ჯენევიევმა სამახსოვრო ქანდაკება და პრიზებით სავსე კალათა მიიღეს, რომელთა შორითაც ზოომაღაზიის კუპონიც იყო, 200 გირვანქა სტერლინგის ოდენობით.