შსს-მ პარლამენტის შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ შეტობინების ავტორი დააკავა

შსს-მ პარლამენტის შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ შეტობინების ავტორი დააკავა

შსს-ის იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ112-ში შესული ცრუ შეტყობინების ავტორი დააკავეს. ანონიმური სატელეფონო ზარის ავტორი, რომელიც ბომბის არსებობას ქუთაისში მდებარე საქართველოსპარლამენტის შენობაში იტყობინებოდა, აბაშაში მცხოვრები 1994 წელს დაბადებული ოთარ ჯ. აღმოჩნდა. მან 112-ში ცრუ შეტყობინება 16 სექტემბერს, 14:38 საათზეგანახორციელა. შეტყობინებისთანავე საკანონმდებლო ორგანოში შსს-ს შესაბამისი სამსახურები გამოცხადდნენ, რომლებმაც შენობაში მყოფი მოქალაქეები ევაკუაციაგანახორციელეს.

ჩატარებული განაღმვითი სამუშაოების შედეგად შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.

გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობის ფაქტზე მიმდინარეობს სსსკ–ის 331-ე მუხლის 1–ლი ნაწილით, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.