ამერიკელი მოდელი ჯიჯი ჰადიდი მეგობრებთან ერთად რამდენიმე დღის წინ კაიმანის კუნძულებზე დასასვენებლად წავიდა.
ვარსკვლავი პოლიციამ მარიხუანასა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების შენახვის გამო დააკავა, სასამართლომ კი ბრალი წაუყენა.
მოდელმა და მისმა მეგობარმა $1000-ის ოდენობის ჯარიმა გადაიხადეს. ჯიჯი ჰადიდი ამჟამად უკვე თავისუფალია.