პოლიციამ თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე ლას-ვეგასში ჩხრეკა ჩაატარა

პოლიციამ თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე ლას-ვეგასში ჩხრეკა ჩაატარა

ნევადის შტატის პოლიციამ რეპერ თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე ლას-ვეგასში ჩხრეკა ჩაატარა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

დეტექტივებმა გაჩხრიკეს სახლი ლას-ვეგასის ერთ-ერთ გარეუბან ჰენდერსონში. სახლი, რომელიც პოლიციამ გაჩხრიკა, მდებარეობს 30 კილომეტრში იმ ადგილიდან, სადაც 1996 წლის სექტემბერში თუფაქ შაკური მოკლეს.

ჩხრეკასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები პოლიციას არ გაუვრცელებია, ვინაიდან, მათივე თქმით, მკვლელობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. თუფაქ შაკური 25 წლის ასაკში მოკლეს და მას შემდეგ საქმეზე არავინ დაკავებულა.