კოლუმბიელი მსახიობი სოფია ვერგარა და ჯო მანგანიელო 7-წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს შორდებიან. ამის შესახებ გამოცემა Hollywood Life წერს.
წყვილმა 17 ივლისს მიმართვა გაავრცელა. „განქორწინებასთან დაკავშირებით მივიღეთ რთული გადაწყვეტილება. როგორც ორმა ერთმანეთზე შეყვარებულმა ადამიანმა, რომლებიც ზრუნავენ ერთმანეთზე, გვინდა გთხოვოთ, პატივი სცეთ ჩვენს გადაწყვეტილებას, პირად ცხოვრებას, რადგან ახლა ჩვენს ცხოვრებაში ახალი ფაზა იწყება“, - ნათქვამია განცხადებაში.
სოფია და ჯო ერთმანეთს 2014 წელს შეხვდნენ. ექვსი თვის შემდეგ კი დაინიშნენ. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი 2015 წელს გადაიხადა.