ორწლიანი ქორწინების შემდეგ არიანა გრანდე ქმარს დაშორდა

ორწლიანი ქორწინების შემდეგ არიანა გრანდე ქმარს დაშორდა

ორწლიანი ქორწინების შემდეგ არიანა გრანდე ქმარს დაშორდა, - ამის შესახებ გამოცემა hollywood life-ი წერს.

როგორც გამოცემა წერს წყვილს შორის პრობლემები უკვე რამდენიმე თვეა არსებობს და ეს იქამდე დაიწყო სანამ მომღერალი დიდ ბრიტანეთში ფილმის გადაღებებზე გაემგზავრებოდა.

არიანა გრანდე უძრავი ქონების აგენტზე დალტონ გომესზე 2021 წლის მაისში დაქორწინდა.

მომღერალი პაპარაცებმა უიმბლდონის ჩემპიონატზე ინგლისელ მსახიობთან ჯონათან ბეილისთან ერთად დააფიქსირეს. ყვითელ პრესა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გრანდე საქორწინო ბეჭედს აღარ ატარებს.