მომღერალი და მსახიობი ჯეინ ბირკინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. ინგლისური ფესვების ფრანგი ვარსკვლავი საკუთარ სახლში გარდაცვლილი მისმა მომვლელმა ნახა.
ლონდონში დაბადებულმა ბირკინმა კარიერა როგორც მსახიობმა ისე დაიწყო, საერთაშორისო პოპულარობა კი ათწლეულის განმავლობი სერჟ გენსბურგთან ეკრანული და ასევე მის მიღმა პარტნიორობით მოიპოვა.
წყვილმა ერთმანეთი 1969 წელს ფრანგულ სატირულ რომანტიკულ კომედიაში Slogan გაიცნო. 12 წლის განმავლობაში ერთად იყვნენ, თუმცა არასდროს დაქორწინებულან. ჰყავთ საერთო ქალიშვილი, რომელიც დღეს ცნობილი მსახიობია - შარლოტა გენსბურგი.
2021 წლის სექტემბერში ბირკინმა ინსულტი განიცადა, რის გამოც იძულებული გახდა კონცერტების გაეუქმებინა. შემდეგ მას 2022 წელს მხრის მოტეხილობის გამო მოუწია დანიშნული ღონისძიებების გადადება.
„მე ყოველთვის დიდი ოპტიმიზმით გამოვირჩეოდი და მესმის, რომ კიდევ ცოტა დრო მჭირდება იმისთვის, რათა სცენაზე დავდგე და თქვენთან ერთად ვიყო. მე უზომოდ მიყვარს თქვენთან ყოფნა“, - აღნიშნა კონცერტების გაუქმების შემდეგ ბირკინმა.
ჯეინ ბირკინის ბოლო კონცერტი 2023 წლის 22 ივნისს, პარიზში გაიმართა.