სამყარო, შესაძლოა, 26 მილიარდი წლის წინაც არსებობდა — ახალი თეორია სამყარო შეიძლება ორჯერ უფრო ძველი იყოს, ვიდრე აქამდე გვეგონა

სამყარო, შესაძლოა, 26 მილიარდი წლის წინაც არსებობდა — ახალი თეორია სამყარო შეიძლება ორჯერ უფრო ძველი იყოს, ვიდრე აქამდე გვეგონა

ოტავას უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკოსის აზრით, სამყარო შეიძლება ბევრად უფრო ძველი იყოს, ვიდრე ეს ჩვენ გვგონია. ამისთვის რაჯენდრა გუფტა ძველ თეორიას იშველიებს.

გუფტას თეორიის მიხედვით, დიდი აფეთქება შეიძლება 26,7 მილიარდი წლის წინ მომხდარიყო. ეს ნიშნავს, რომ სამყარო ორჯერ უფრო ძველია.

დამატებული წლებით შეიძლება აიხსნას ის, თუ რატომ ჩანს უძველესი გალაქტიკები ასეთი მოწესრიგებული. ამ წლის თებერვალში ვების ტელესკოპმა აღმოაჩინა უზარმაზარი შორეული გალაქტიკები, რომლებიც, წესით, არ უნდა არსებობდეს. ესაა ჩვენი მშობლიური ირმის ნახტომის მსგავსი უზარმაზარი გალაქტიკები, რომლებშიც ზრდადასრულებული წითელი ვარსკვლავებია განლაგებული.

თითოეული მათგანი დიდი აფეთქებიდან 500 000-700 000 წლის შემდეგ უნდა გაჩენილიყო. სამყაროს განვითარების აღნიშნულ ეტაპზე გალაქტიკების არსებობაში გასაკვირი არაფერია, თუმცა, ვების მიერ გადაღებული გალაქტიკები გასაოცრად დიდია, ხოლო მათში მოქცეული ვარსკვლავები ზედმეტად ხნიერი.

მაშინ მკვლევრებმა თქვეს, რომ აღმოაჩინეს გალაქტიკები, რომლებიც, წესით, არ უნდა არსებობდეს. ეს გარკვეულ წილად სამყაროს დღევანდელ ასაკთან უთანხომებაშიც მოდის.

სამყაროს ასაკის შეფასება რაღაცით ბავშვის სიმაღლით მისი ასაკის გამოცნობას ჰგავს. რაც უფრო შორეულ ობიექტს ვაკირდებით მისი წანაცვლება უფრო წითელია. ეს სივრცის გაფართოებითა და სინათლის გაჭიმვით იხსნება.

ჩვენ ვიცით, რომ სინათლეს ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე მისაღწევად გარკვეული დრო სჭირდება. შესაბამისად, რაც უფრო დიდ მანძილს გადის სინათლე მისი წანაცვლება უფრო წითელია, ამას ასტრონომები კოსმიურ ანაბეჭდსაც უწოდებენ. სწორედ ამ მოგზაურობის შესწავლითა და "უკან გადახვევით" ხდება იმის დადგენა თუ საიდან მოდის სინათლე და რამდენად ძველია სამყარო.

თუმცა, ეს არ არის ერთადერთი რაც სინათლის წითელ წანაცვლებას ხსნის. 1929 წელს შვეიცარიელმა ასტრონომმა ფრიც ცვიკიმ თქვა, რომ სინათლე დიდი მანძილის დაფარვისას "ეფექტს" კარგავს. ნაკლები ენერგია ნიშნავს დაბალ სიხშირეს და უფრო დიდ ტალღის სიგრძეს — გაწელილ ტალღას. ერთი სიტყვით, ის რასაც ჩვენ სინათლის წითელი წანაცვლების სახით ვხედავთ, მისი "დაღლილობის" აღმნიშვნელია.

როგორც გუფტა ამბობს, ეს არ ნიშნავს რომ ხსენებული ორი კონცეფცია ურთიერთგამომრიცხავია. მისი აზრით, საჭიროა მათი კომბინაცია — ამან შეიძლება ადრეულ სამყაროში მილიარდობით წლის კვაზარებისა და გალაქტიკების არსებობა ახსნას.

გუფტას ჰიბრიდული ჰიპოთეზა გვეუბნება, რომ არსებობს სამყაროს ორი გაფართოებული მოდელი: ერთი, რომელიც ეფუძნება სტანდარტულ მოდელებს კოსმოსის გაფართოებისა და სიბრტყის შესახებ და მეორე, რომელსაც შემოაქვს გარკვეული შესწორებები.

მეორე, ანუ დაწყვილების მუდმივები აღწერს ძალების ურთიერთქმედებას ნაწილაკებს შორის. მაგალითად, როგორ იმოქმედებს ორი პროტონის ელექტრომაგნიტური ველი ერთმანეთის ქცევაზე კონკრეტული საშუალებებით.

ყველა ძალას აქვს დაწყვილების მუდმივა, რომელიც სულაც არ არის მუდმივი და იცვლება ენერგიით. ეს ტოვებს ადგილს იმ მუდმივათა დაწყვილებისთვის, რომელიც სინათლეზე მოახდენს გავლენას. თუ ეს მუდმივა დროთა განმავლობაში იცვლება, მაშინ სამყაროს ასაკთან დაკავშირებით ჩვენი გამოთვლები შეიძლება ზუსტი არ იყოს.

"ჩვენი ახლად შემუშავებული მოდელი გალაქტიკების ფორმირების პროცესს რამდენიმე მილიარდი წლით უკან წევს. საბოლოოდ ეს სამყაროს ასაკს 13,7 მილიარდი წლიდან 26,7 მილიარდ წლამდე ზრდის", — ამბობს გუპტა.

კვლევა სამეფო ასტრონომიული საზოგადოების Monthly Notices-ში გამოქვეყნდა.