მსახიობ ჯონა ჰილს ყოფილი შეყვარებული სარა ბრეიდი ძალადობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას Vanity Fair ავრცელებს.
პროფესიონალი სერფერი სარა ბრეიდი, რომელიც მსახიობ ჯონა ჰილს 2012-2022 წლებში ხვდებოდა, ჰილს ფსიქოლოგიურ და ემოციურ ძალადობაში ადანაშაულებს.
სპორტსმენმა ინსტაგრამ სთორებში მისი და ჯონა ჰილის ურთიერთობის დეტალებზე ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ მათი ურთიერთობის პერიოდში, სხვა მოთხოვნების შესრულების გარდა, ჰილის მოთხოვნა იყო, რომ სარას არ ემეგობრა ისეთ ქალებთან, რომლებიც სტაბილური ცხოვრებით არ ცხოვრობდნენ. გარდა ამისა, მას ასევე ეკრძლებოდა კაცებთან ერთად სერფინგი.