ტეილორ სვიფტის სახლში შეჭრის მცდელობის გამო პოლიციამ 54 წლის ქალი დააკავა

ტეილორ სვიფტის სახლში შეჭრის მცდელობის გამო პოლიციამ 54 წლის ქალი დააკავა

ამერიკელი მომღერლის, ტეილორ სვიფტის როდ აილენდის სახლში შეჭრის მცდელობის გამო პოლიციამ 54 წლის ქალი დააკავა. ამის შესახებ Vanity Fair წერს.

როგორც ტეილორ სვიფტის პირადმა დაცვის წევრებმა განაცხადეს, ქალი სახლის ჭიშკართან მივიდა და ტერიტორიის დატოვებაზე, გაფრთხილების მიუხედავად, უარს აცხადებდა. რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს.

პოლიციის ოფიცრის თქმით, ადგილზე მისულ პოლიციას ქალბატონი სახლის კართან დახვდა, რის შემდეგაც ეკიპაჟმა იგი დააკავა. 54 წლის ქალის სასამართლო პროცესი 14 ივლისს გაიმართება.