მადონამ ჯანმრთელობის პრობლემების შემდეგ პირველი განცხადება გაავრცელა

მადონამ ჯანმრთელობის პრობლემების შემდეგ პირველი განცხადება გაავრცელა

მომღერალმა მადონამ ჯანმრთელობის პრობლემების შემდეგ პირველი განცხადება გაავრცელა. ამის შესახებ ინფორმაციას Hollywood Life ავრცელებს.

64 წლის მომღერალი 24 ივნისს სერიოზული ბაქტერიული ინფექციით კლინიკაში გადაიყვანეს.

პოპ-ვარსკვლავმა Instagram გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ თავს უკეთ გრძნობს. მან ასევე მადლობა გადაუხადა თავის გულშემატკივრებს პოზიტიური ენერგიისთვის.

„ახლა გამოჯანმრთელების გზაზე ვარ და ძალიან მადლიერი ვარ ასეთი გვერდში დგომისთვის“,- წერს მადონა.