მსახიობი ჯენიფერ გარნერი ელექტრა როლს დაუბრუნდება. ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გარნერი ამ გმირს მესამე „დედპულში“ ითამაშებს. მან ეს პერსონაჟი უკვე ორჯერ განასახიერა -„თავქარიანში“ 2003 წელს და „ელექტრაში“, რომელიც ეკრანებზე 2005 წელს გამოვიდა. რაინ რეინოლდსის ფილმში ასევე გამოჩნდება ჰიუ ჯეკმანი, რომელიც სამურავის როლს შეასრულებს.
„დედპული“ მესამე ნაწილი ეკრანებზე 2024 წლის 3 მაისს გამოვა.