აშშ-ში მცხოვრები დები ერთდროულად დაორსულდნენ და დედები თითქმის ერთდროულად გახდებიან. ამის შესახებ Fox News-ი იუწყება.
33 წლის ჯენა, 30 წლის ჯესიკა, 27 წლის ჯორდანი და 25 წლის ჯეიდანი ამბობენ, რომ მსგავს რამეს ვერასდროს წარმოიდგენდნენ.
უფროს დას 2 წლის შვილი ჰყავს, დანარჩენები კი პირველ შვილს ელოდებიან. დებმა ერთმანეთის ორსულობის შესახებ აღდგომას გაიგეს, როდესაც მთელი ოჯახი ერთად შეიკრიბა.