"ხელოვნურად ლიდერის შექმნის მცდელობით, მხოლოდ ძაფით სამართავ თოჯინას მივიღებთ!"

არცერთ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება არჩევნების გზით ყალიბდება, არასდროს მომხდარა, რომ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი ვინმეს გადაწყვეტილებით დაენიშნოთ! - ამის შესახებ პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.

"მეტი რომ არ შეიძლება, ისეთ საინტერესო მდგომარეობაში ვართ, ველოდებით, ვის დაგვისახელებენ პრემიერმინისტრად (!), ანუ სახელმწიფოს მთავარ (!) პოლიტიკურ ლიდერად!

არცერთ ქვეყანაში სადაც ხელისუფლება არჩევნების გზით (!) ყალიბდება, არასდროს (!) მომხდარა, რომ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი ვინმეს გადაწყვეტილებით დაენიშნოთ! უბრალოდ არ მომხდარა! არ არსებობს ასეთი ერთი მაგალითიც კი!

პოლიტიკური ლიდერი იმიტომაც არის პოლიტიკური ლიდერი, რომ ბუნებრივად იკვეთება ლიდერად! ხელოვნურად ლიდერის შექმნის მცდელობით, მხოლოდ ლიდერის იმიტაციას და ძაფით სამართავ თოჯინას მივიღებთ!

მდგომარეობის საინტერესოობა კი შემდეგში მდგომარეობს - როგორ მოხდება საქართველოში ის, რაც არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა! მართლა ძალიან საინტერესოა?!",- წერს მაღლაფერიძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში წავა და მთავრობის ახალ ლიდერს დაასახელებს.