კანადის პრემიერმინისტრი ტეილორ სვიფტს ქვეყანაში კონცერტის გამართვას ეხვეწება

კანადის პრემიერმინისტრი ტეილორ სვიფტს ქვეყანაში კონცერტის გამართვას ეხვეწება

როგორც ჩანს, კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო ტეილორ სვიფტის ფანია, რადგან ცოტა ხნის წინ მან სოციალური ქსელით სვიფტს ქვეყანაში კონცერტის გამართვა სთხოვა.

ცნობილმა მომღერალმა, ტეილორ სვიფტმა მარტში მსოფლიო ტურნე დაიწყო, რომლის ფარგლებშიც კონცერტებს აშშ-სთან ერთად, აზიაში, ევროპაში, ავსტრიალასა და სამხრეთ ამერიკაში გამართავს.

მიუხედავად ამისა, სვიფტს ტური კანადაში ჯერ კიდევ არ დაუანონსებია, რასაც მისი კანადელი ფანების გაბრაზებული პოსტებიც მოჰყვა. ამას ქვეყნის პრემიერმინისტრი ტვიტერზე გამოეხმაურა და სვიფტს მიმართა. ტვიტი ტეილორის ცნობილი სიმღერების ტექსტებითა და სახელებითაა შედგენილი — Antihero, I Know Places, Cruel Summer.

ან პოსტში აღნიშნა, რომ "კანადაში იცის ადგილები, სადაც მის კონცერტს სიამოვნებით დაესწრებოდნენ" და იმედი აქვს, რომ არტისტს მალე იხილავენ.