დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანამ „ვარსკვლავური ომების“ იუბილეს აღსანიშნავად თემატური მონეტების ახალ კოლექციას უშვებს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კოლექცია ჯორჯ ლუკასის საგის მეექვსე ფილმის „ჯედაის დაბრუნების“ პრემიერის 40 წლის იუბილეს უკავშირდება. კოლექციის პირველ მონეტაზე კოსმოსური ისტორიის რობოტი-პერსონაჟები R2-D2 და C-3P0 არიან გამოსახულები.
დანარჩენ მონეტებზე გამოსახავენ ისეთ ლეგენდარულ პერსონაჟებს, როგორებიც არიან დარტ ვეიდერი, იმპერატორი პალპატინი, ლუკ სქაიუოქერი, პრინცესა ლეა, ჰან სოლო და ჩუბაკა. „ჯედაის დაბრუნება“ ეკრანებზე 1983 წელს გამოვიდა. ეს „ვარსკვლავური“ ომების მეექვსე ეპიზოდია.