2023 წლის 3 ივლისი მსოფლიოში ყველაზე ცხელი დღე იყო ამინდზე დაკვირვების ისტორიაში. ამის შესახებ BBC აშშ-ის სამთავრობო უწყების - „გარემოს პროგნოზირების ეროვნული ცენტრების“ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამ დღეს მსოფლიოში საშუალო ტემპერატურამ +17,01 ºC-ს მიაღწია. წინა რეკორდი +16,92 ºC კი 2016 წლის აგვისტოში დაფიქსირდა. ამასთან, ამერიკელი მეტეოროლოგები აღნიშნავენ, რომ 2023 წლის ივნისი ყველაზე ცხელი ივნისი იყო ამინდზე დაკვირვების ისტორიაში.
მათი განმარტებით, ტემპერატურული რეკორდების განახლება სათბურის გაზებით გამოწვეული კლიმატის ზოგად ცვლილებებსა და „ელ ნინიოს“ დაწყებას უკავშირდება. ელ ნინიო ბუნებრივი მოვლენაა, რა დროსაც წყნარი ოკეანეს ნაწილებში წყლის ტემპერატურა იზრდება. ბოლოს ელ ნინიო 2016 წელს დაფიქსირდა.