რობერტ დე ნიროს შვილიშვილი 19 წლის ასაკში გარდაიცვალა

რობერტ დე ნიროს შვილიშვილი 19 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული მსახიობის რობერტ დე ნიროს შვილიშვილი, ლეონარდო დენირო 19 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ მედიაში ლეოს დედამ გაავრცელა.

”შენ იყავი ჩემი სიხარული და ვერ აღვწერ სიტყვებით იმ ტრაგედიას, რაც მოხდა. არ ვიცი შენს გარეშე როგორ ვიცხოვრო, მაგრამ მომიწევს არსებობა გავაგრძელო, გავავრცელო ის სიყვარული, რომელსაც შენ გასცემდი და ასხივებდი, როდესაც დედაშენად ყოფნის დროს ვგრძნობდი. იმდენად დიდ სიყვარულს გასცემდი, რომ ყოფილიყო შესაძლებლობა, ვიცი ეს გრძნობა გადაგარჩენდა”. – წერს დრენა დე ნირო სოციალურ ქსელში.

ლეონარდო დე ნირო როდრიგეზი იყო მსახიობი, ის დედამისთან ერთად 2018 წელს გამოჩნდა ფილმ A Star Is Born-ში, ასევე 2005 წელს ფილმ The Collection-ში და 2018 წელს Cabaret Maxime-ში. ლეონარდოს გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით არ სახელდება.