ჯენიფერ ლოურენსმა ლიამ ჰემსვორტთან რომანი უარყო

ჯენიფერ ლოურენსმა ლიამ ჰემსვორტთან რომანი უარყო

ჯენიფერ ლოურენსი ლიამ ჰემსვორტთან დაკავშირებულ ჭორებს პასუხობს. ლოურენსი და ჰემსვორტი ერთად შიმშილის თამაშების ფილმებში მონაწილეობდნენ. მას შემდეგ, რაც ჰემსვორტი მაილი საირუსს დაშორდა, დაიწყო სპეკულაციები, თითქოს ამის მიზეზი ლიამის ლოურენსთან რომანი იყო. ჯენიფერის თქმით, ეს სრული სიცრუეა.

ჰემსვორტს და საირუსს ურთიერთობა 2009 წლიდან ჰქონდათ, 2018 წელს კი დაქორწინდნენ. ისინი ქორწინებიდან დაახლოებით 1 წელში დაშორდნენ. მაილიმ რამდენიმე თვის წინ თავისი ცნობილი სიმღერა Flowers გამოუშვა, რომელიც მის ჰემსვორტთან ურთიერთობას ეძღვნება. საირუსი ვიდეოში ოქროსფერი კაბით ჩანს, რომლის მსგავსიც ლოურენსს 2012 წელს შიმშილის თამაშების პრემიერაზე ეცვა, ამიტომ საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ მაილი ჰემსვორტს ჯენიფერთან ღალატში ადანაშაულებდა.

ლოურენსმა ინტერვიუში ამ თემასთან დაკავშირებული ბრალდებები უარყო.

"ეს მხოლოდ ჭორებია და სიმართლეს არ შეესაბამება. ყველამ იცის, რომ ჩვენ ერთხელ ვაკოცეთ ერთმანეთს, თუმცა ეს მაილისა და ლიამის დაშორებიდან წლების შემდეგ მოხდა", — აღნიშნა ჯენიფერმა.

აღსანიშნავია, რომ მაილი საირუსის Flowers წლის ჰიტად იქცა. სიმღერამ, რომელიც მომღერლის ყოფილ პარტნიორთან, ლიამ ჰემსვორტთან, ურთიერთობას შეეხება, რეკორდი რეკორდზე მოხსნა — სპოტიფაიზე გახდა ყველაზე პოპულარული ახალი სიმღერა გამოშვებიდან პირველ და მეორე კვირას, მოგვიანებით კი ასევე იქცა სიმღერად, რომელმაც პლატფორმაზე ყველაზე სწრაფად მოაგროვა 1 მილიარდი სტრიმი.