სერიოზული ბაქტერიული ინფექციის გამო, მადონა საავადმყოფოში გადაიყვანეს

სერიოზული ბაქტერიული ინფექციის გამო, მადონა საავადმყოფოში გადაიყვანეს

სერიოზული ბაქტერიული ინფექციის გამო, მადონა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

როგორც მომღერლის მენეჯერი აცხადებს, მადონა საავადმყოფოში გასულ შაბათს სასწრაფოდ გადაიყვანეს და მან რამდენიმე დღე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაატარა.

„შაბათს, 24 ივნისს, მადონას განუვითარდა სერიოზული ბაქტერიული ინფექცია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა ის კვლავ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მოსალოდნელია სრული გამოჯანმრთელება“, - ნათქვამია განცხადებაში.