DC-მ სუპერმენისა და ლოის ლეინის როლების ახალი შემსრულებლები დაასახელა

DC-მ სუპერმენისა და ლოის ლეინის როლების ახალი შემსრულებლები დაასახელა

DC-მ სუპერმენისა და ლოის ლეინის როლების ახალი შემსრულებლები დაასახელა. ამის შესახებ Deadline-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სტუდიის ახალ ფილმში ლეგენდარულ სუპერგმირს დევიდ კორენსვეტი ითამაშებს, მის პარტნიორს, ჟურნალისტ ლოის ლეინს კი რეიჩელ ბროსნაჰენი.

ფილმს, სახელწოდებით „სუპერმენი: მემკვიდრეობა“ ჯეიმს განი გადაიღებს. სურათის პრემიერის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.