ტომ ჰოლანდის თქმით, ზენდეიას მოსახიბლად მისი სახლის კარი შეაკეთა

ტომ ჰოლანდის თქმით, ზენდეიას მოსახიბლად მისი სახლის კარი შეაკეთა

მსახიობმა ტომ ჰოლანდმა ინტერვიუში გაამხილა, როგორ ცდილობდა მისი ახლანდელი შეყვარებულის, ზენდეიას გულის მოგებას მათი ურთიერთობის დასაწყისში. მისი თქმით, ზენდეიას თავი ხელმარჯვეობით მოაწონა.

"რაღაცების შეკეთება ძალიან მიყვარს, მაგალითად, დედაჩემის სამზარეულოს მაგიდა და მისი ოფისი ავაწყვე, ასევე ხეზე ჩიტების პატარა სახლი გავაკეთე ბაბუაჩემთან ერთად, ჩემი საძინებლის ყველა კარადაც ჩემი გაკეთებულია. ერთხელ ჩემი შეყვარებულის კარიც შევაკეთე, როცა ურთიერთობა ახალი დაწყებული გვქონდა. ზენდეიას სახლში ვიყავით და კარი ჰქონდა გაფუჭებული, ვუთხარი, შემიძლია შეგიკეთო-მეთქი, ახლა კი ერთმანეთი გვიყვარს", — ამბობს ჰოლანდი.

მსახიობმა The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ ზენდეიასთან ურთიერთობაზე ლაპარაკისგან თავს იკავებს.

"ჩვენ ურთიერთობას ძალიან ვუფრთხილდებით და გვინდა, ის იმდენად ხელშეუხებლად დარჩეს, რამდენადაც შესაძლებელია. არ გვგონია, რომ ვალდებულები ვართ ამ თემაზე კომენტარი გავაკეთოთ. ეს მხოლოდ ჩვენ გვეხება და ჩვენს კარიერასთან საერთო არ აქვს", — აღნიშნა ტომმა.

საზოგადოება დიდხანს ეჭვობდა, რომ სპაიდერმენის ვარსკვლავები — პიტერი და ემჯეი რეალურ ცხოვრებაშიც ერთად იყვნენ. საბოლოოდ, ზენდეიამ და ტომმა გამოცემა GQ-სთან ინტერვიუში აღიარეს, რომ ერთმანეთს ხვდებიან და მათი ურთიერთობაც ოფიციალურად დაადასტურეს. ინტერვიუში წყვილმა თამამად განაცხადა, რომ ერთმანეთი ძალიან უყვართ და აქამდე სურდათ, მათი ურთიერთობებისთვის გარკვეული კონფიდენციალურობა შეენარჩუნებინათ.

მოგვიანებით ტომი და ზენდეია Spider-Man: No Way Home-ის პრემიერაზე წყვილის სტატუსით გამოჩნდნენ. ამის შემდეგ მათ შორის უამრავი გულისამაჩუყებელი მომენტის მომსწრენიც გავხდით.