AMC-მ სერიალის „მოსიარულე მკვდრების“ მორიგი სპინოფის - „დერილ დიქსონის“ პირველი თიზერი გამოაქვეყნა. შოუ, რომლის მთავარი გმირიც ორიგინალური სერიალის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი დერილ დიქსონი იქნება, ეკრანებზე შემოდგომაზე გამოვა.
ცნობილი პერსონაჟის როლს კვლავ ნორმან რიდუსი შეასრულებს. სიუჟეტის მიხედვით, მისი გმირი საფრანგეთში ხვდება.