კევინ სპეისის საქმეზე ლონდონის სასამართლოში დღეს ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყება

კევინ სპეისის საქმეზე ლონდონის სასამართლოში დღეს ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყება

კევინ სპეისი ლონდონის სასამართლოში მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას the guardian ავრცელებს.

ოსკაროსან მსახიობს სექსუალური ძალადობის ფაქტებზე 10-ზე მეტი ბრალი აქვს წარდგენილი.

საქმე ეხება 2001 წლიდან 2013 წლამდე 4 სხვადასხვა მამაკაცთან მომხდარ შემთხვევას. კევინ სპეისის წინააღმდეგ ბრალდებები გულისხმობს როგორც სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობას, ასევე სქესობრივი აქტის იძულებას.

დღეს ლონდონის სასამართლოში საქმის განსახილველად ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყება, სასამართლო პროცესი კი 1 თვე გაგრძელდება.