Opel-მა განახლებული ლოგო წარადგინა

Opel-მა განახლებული ლოგო წარადგინა

კომპანია Opel-მა განახლებული ლოგო წარადგინა. ლოგოს მთავარი ელემენტი - ელვა - შენარჩუნებულია.

ახალი ლოგოს სრულყოფილი პრეზენტაცია სექტემბერში, მიუნხენის ავტოსალონზე შედგება. ავტომობილებზე კი ახალი ლოგო 2024 წლიდან გამოჩნდება.

ახალ ლოგოს Opel Compass-ი ჰქვია. კომპანიის გენერალური დირექტორის, ფლორიან ჰიუტლის განცხადებით, განახლებული ლოგო ხაზს უსვამს ინოვაციებისადმი ერთგულებას და გამოხატავს კომპანიის სწრაფვას, გახდეს სრულად ელექტრო ბრენდი ევროპაში 2028 წლისთვის.