„ქართველი ოფიცრების უმეტესობა მანიაკები არიან“

„ქართველი ოფიცრების უმეტესობა მანიაკები არიან“

(იბეჭდება შემოკლებით)

გუშინ ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირის“ სხდომაზე განსახილველად გატანილი იყო კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, რომელიც მეორე მოსმენით მიღებულად ჩათვალეს.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის - რევაზ ადამიას თქმით, თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით კანონი ითვალისწინებს საჯარისო სამსახურიდან გათავისუფლებას: სოფლის მასწავლებლები და ექიმები, ასპირანტები, ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები სწავლის დასრულებამდე, ან 24 წლამდე, არ ექვემდებარებიან გაწვევას, ასევე 1972 წელში დაბადებულნი, ერთი და მეტიშვილიანები და დედისერთები.

რაც შეეხება საზღვარგარეთ მყოფ წვევამდელებს. ადამიას ინფორმაციით, მათი რიცხვი 29 ათასს შეადგენს. სამხედრო ვალდებულების რეჟიმი განისაზღვრება ცალკე საკანონმდებლო აქტით.

რაც შეეხება კომისარიატებში გამეფებულ განუკითხაობას. მისივე თქმით - მზადდება მექანიზმები, თუ როგორ იქნას ამოღებული თანხა, რომელსაც ქრთამის სახით იხდიან წვევამდელები.

მართლწესრიგისა და კანონიერების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, ვიტალი ხაზარაძის თქმით, „ის, რაც გაზეთებში იბეჭდება, ვთვლი, რომ ოფიცრების უმეტესობა მანიაკები არიან. ამიტომ საჭიროა, არმიის ოფიცერთა შემადგენლობის ფსიქოლოგიური ტესტირება“.

გიორგი ბარამიძის თქმით, საქართველოში კორუფციას არავინ ებრძვის.

„ამ კანონის მიღებით, ჩვენს საჯარისო სამსახურში ვერ მოვსპობთ კორუფციას, მაგრამ კონტროლს მაინც გავუწევთ“, - ჩვეული შემართებით აღნიშნა დასასრულს ფრაქციის თავმჯდომარემ.