2013 წლამდე გამოშვებული მანქანების იმპორტის აკრძალვის შემდეგ საავტომობილო ბაზარზე ცვლილებებს ელოდებიან, რომელიც გავლენას ბევრი კუთხით მოახდენს. სპეცილისტები ფიქრობენ, რომ ცალკე ბიზნესს გაუჩნდება თავსატეხი და ცალკე მოსახლეობას შეექმნება პრობლემა.
საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელის ალექსი ნონიაძის ინფომარციით, ქვეყანაში 1.5 მლნ ავტომობილია რეგისტრირებული, აქედან, საშუალოდ, 50% ტექინსპექტირებას ვერ გადის, მეორე ნახევარი ნათხოვარი ავტონაწილებით ახერხებენ ტექინსპექტირების გავლას. ამის მიზეზი ის არის, რომ მოქალაქეების უმრავლესობას ამორტიზებული ავტომობილი ჰყავს.
„მოქალაქეების უმრავლესობას აქვს ამორტიზებული ავტომობილები, რომელთა ტექნიკური გამართვა ფინანსურად შეუძლებელია, ან არ მიუწვდებათ ხელი. თუ ფინანსური შესაძლებლობა არ აქვთ, მაშინ ისინი ვერც 2013 წლის ზემოთ გამოშვებულ ავტომობილებს იყიდიან“, - განაცხადა ალექსი ნონიაძე.
მისი აზრით, თუ სახელმწიფო მკაცრად მიუდგება საქმეს, შეზღუდვებს და გაატარებენ რეფორმებს, მოსახლეობის ნახევარი შეიძლება ტრანსპორტის გარეშე დარჩეს, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება.
„ტრანსპორტში გაჩნდება დეფიციტი, ნებისმიერი პროექტის თვითღირებულებას გაზრდის და გამოიწვევს ინფლაციას. აუცილებლად გაძვირდება ავტომობილები იმიტომ, რომ მოთხოვნა გაჩნდება. უახლესი მოდელები უფრო გაძვირდება, ვისაც 2013 წლამდე ავტომობილები ჰყავს, შეეცდება, რომ გაყიდოს. ვისაც ფინანსური შესაძლებლობა არ უწყობს ხელს, შეეცდება ძველი ავტომობილი შეინარჩუნოს და ეს რამდენად შეუწყობს ხელს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ძნელი სათქმელია. რაც მნიშვნელოვანია, ტექ-მომსახურებაც გაძვირდება. საბოლოო ჯამში, მივალთ იქამდე, რომ სატრანსპორტო სფეროში შეიძლება დეფიციტი გაჩნდეს“, - განაცხადა ნონიაძემ.
გამოსავალი მოქალაქეებისთვის ავტომობილების შესაცვლელად მეტი დროის მიცემა და აქციზის გადასახადის დაკლებაა.
„ამის შესახებ პრემიერს წერილობითაც მივმართეთ. გამოსავალი არის ის, რომ 2-3-წლიანი ვადა მისცენ მოქალაქეებს. თუ ვინმეს მანქანის შეცვლის, ან რემონტის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, ბანკიდან მაინც გამოიტანენ ვალს. ამას გარდა, სახელმწიფომ აქციზის გადასახადი უნდა დააკლოს, რომ მეორადი ავტომობილის შემოტანა ფინანსურად ხელმისაწვდომი იყოს“, - აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.
საავტომობილო სფეროს რეგულაციები ერთ-ერთი პირობაა, რომ ავტოპარკი გაახალგაზრდავდეს. საავტომობილო სფეროს ექსპერტის, ვაჟა იორდანიშვილის შეფასებით, ამ მხრივ საკანონმდებლო ცვლილება სერიოზულ გავლენას მოახდენს და დროთა განმავლობაში მკვეთრად შემცირდება დახარვეზებული მანქანების რაოდენობაც.
„ვფიქრობ, სატრანსპორტო დარგის რეგულაციები დაგვიანებულიცაა, უფრო ადრე უნდა მიეღოთ ზომები. მთავარია, რომ საკითხი დაიძრა. პრემიერის გზავნილი მნიშვნელოვანია ორი მიმართულებით: პირველი, რომ აიკრძალა კატალიზატორების ექსპორტი, რომელიც გარემოს ძირითადი დამაბინძურებელია. ცნობილი ფაქტია, რომ ავტომობილები ჯერ გადიან ტექინსპექტირებას, შემდეგ იღებენ კატალიზატორებს და ხდება მათი რეალიზაცია. ახლა ჩაბარების მოტივაცია არ ექნებათ, რაც ეკოლოგიის კუთხითაც კარგ შედეგს მოგვიტანს.
მეორე გზავნილი 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის აკრძალვას ეხება. მისასალმებელი ნაბიჯია, ჩვენს სამეზობლოშიც ანალოგიური შეზღუდვა მოქმედებს. ბაზარი მთლიანად ასაკოვანი ავტომობილებით არის გაჯერებული.
ამიერიდან ავტოპარკის გაახალგაზრდავებას შეეწყობა ხელი. რაც შეეხება ადგილობრივ სატრანსპორტო საშუალებებს, მათი სიცოცხლისუნარიანობა შენახვა-მოვლის პირობებზეა დამოკიდებული, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება, რომ ჩვენი ავტოპარკი გაახალგაზრდავდეს“, - განცხადა „ბიზსნეს ინსაიდერს“ იორდანიშვილმა და დასძინა, რომ რეფორმა მთლიანად სატრანსპორტო სფეროზე დადებითად აისახება, რაც მნიშვნელოვანია როგორც ეკოლოგიის, ასევე უსაფრთხოების მხრივაც.
„კომპლექსური მიდგომა დახარვეზებული ავტომობილების რაოდენობას შეამცირებს. რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება 1,6 მილიონი იყო და ტექინსპექტირებაზე 800 000 ავტომობილი მოდიოდა. ველოდები, რომ გარკვეულწილად გაიზრდება მიმართვიანობა ტექინსპექტირებაზე და გზებზე გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შემცირდება, რეფორმაც ამას ემსახურება“, - აღნიშნა იორდანიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში ორი პრობლემური და დამაბინძურებელია: მყარი ნაწილაკები და აზოტის ორჟანგი. მისი თქმით, აღნიშნული პრობლემა ყველაზე მძაფრად დედაქალაქში დგას, სადაც ყოველდღიურად ყველაზე მეტი ავტომობილი მოძრაობს. პრემიერის განცხადებით, გადაწყვეტილია, რომ ქვეყანაში ავტომობილების ევრო 5-ის სტანდარტი დაწესდეს.
2013 წლის შემდეგ გამოშვებული მანქანების ძრავის რესურსი 100000 კმ- ვერ აღწევს. ეს გაიგო უკვე ყველამ, ამიტომ იმპორტის აკრძალვით, სწორედ ძველი მანქანები გაძვირდება. რაც შეეხება ახლებს, იმდენს შემოყრიან ამერიკიდან, პირიქით გაიაფდება.
ევროპაში კი, 10 წელზე ძველი მანქანები ნამდვილად გაიაფდება, რაც ე.წ. ცხვირების გაიაფებას გამოიწვევს და ჩვენთან ძველი მანქანების სიცოცხლეს გაახანგრძლივებს.
ის, რომ ღარიბა ინტელექტით არ გამოირჩევა, ტელევიზორიდანაც ჩანს.
მყარი ნაწილაკები არის მტვერი, სამშენებლო საქმიანობისას გამოყოფილი მტვერი. მთელი ქალაქი მშენებლობაშია - აშენებენ, ანგრევენ, მიაქვთ მოაქვთ. რით დაეხმარება ავტომობილების წლოვანების შეზღუდვა მყარი ნაწილაკების რაოდენობის ატმოსფეროში შემცირებას?
პასუხი ასეთია - არაფრით!
ახლა მეორე - აზოტის ორჟანგი, ანუ NO2.
აი, რას გვეუბნებიან ამაზე რუსები Источники образования оксидов азота – продукты сгорания тепловых электростанций, выхлопы автомобильного транспорта, отходы металлургических производств. В результате протекания фотохимических реакций оксиды в атмосфере становятся диоксидами. Двуокись азота – токсичное вещество.
Из-за своего цвета выбросы диоксида азота вследствие деятельности химических предприятий получили название «лисий хвост». Стоит отметить, что оранжево-бурый цвет соединения присутствует только при определенных температурах – при их снижении двуокись азота обесцвечивается из-за димеризации. Заметнее всего так называемые «лисьи хвосты» в летнее время года, поскольку в этот период в выбросах повышается концентрация мономерной формы.
ბმული /> აზოტის ორჟანგი ეს ისაა, რაც ჩანს ზაფხულში წვიმის შემდეგ, როდესაც ნაწვიმარი მოწითალო ფერისაა. ეს არის რუსთავის ქარხნის გამონაბოლქვი, რომელიც ატმოსფეროში დიდ სიმაღლეზე გროვდება და წვიმისას წყლის წვეთაბთან შეერთების შემდეგ ხილული ხდება.
იქნებ ჯერ მსგავსი წამოების ობიექტებზე ფილტრების დაყენებაზე ეზრუნა მზრუნველ პრემიერს და მერე დატაკებოდა ავტომობილებს?
Средний возраст «легковушки» в ЕС – 11,8 года, а LCV – 11,9 года. Самый «свежий» автопарк в Люксембурге: 6,7 и 6,2 года соответственно. Самый старый – в Греции: 16,6 и 20,2 года соответственно, однако в Эстонии (16,7 года), Румынии (16,9 года) и Литве (17 лет) пассажирские машины в среднем еще старше.